ეკო კლუბი "მწვანე დედამიწა"


კურატორი  მასწავლებლის  რეფლექსია


2018-2019 სასწ. წელი

ეკოკლუბი  2017 წლის 2 ოქტომბრიდან მოქმედებს. კლუბის მიზანია თავისი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური წონასწორობის დაცვის საქმეში.

2018-2019 სასწავლო წელს შევიმუშავეთ ახალი სამუშაო გეგმა და ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობდით. კლუბში მივიღეთ ახალი წევრები, შევიმუშავეთ კლუბის წესდება, მოვაწყვეთ ყვავილების გამოფენა, ლიბერთი ბანკში გავხსენით ანგარიში, მაგრამ წავაწყდით წინააღმდეგობას, რაც ითვალისწინებდა გარკვეულ ხარჯებს. ამიტომ დირექციასთან შეთანხმებით ავიღეთ სკოლის ანგარიშის ნომერი შემოწირულობების  მისაღებად. დახმარებისათვის მივმართეთ საქართველოს პარლამენტის წევრს თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ე. გოცირიძეს, გვპირდებიან დახმარებას.
დირექციამ გამოგვიყო სკოლის ტერიტორიაზე 3400 კვ.მ. მიწის ფართი. დავაგეგმარეთ შემდეგნაირად: 2000 კვ.მ. მოვაწყობთ სანერგეს, 1400 კვ.მ. დენდრო პარკს. გადაიდგა პირველი ნაბიჯები, აღნიშნული სანერგე შემოიფარგლა წიწვოვანი ნარგავებით, დავრგეთ და გავახარეთ 60 ძირი კვიპაროსის ხე, რომლითაც შემოვფარგლეთ სანერგის ტერიტორია. ჩავატარე ლექცია თემაზე: თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა.

დავიწყეთ სანერგესათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დასუფთავება. გავკაფეთ ეკალღიჭი, გადავასუფთავეთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან. ნაკვეთი თითქმის მზადაა მძიმე ტექნიკით დამუშავებისათვის. ჩვენ მუშაობას არ ვწყვეტთ და წინ მივიწევთ რაც შეგვიძლია ჩვენი ძალებით. ვაპირებთ მთავარი სანერგეს მოწყობას, რომელსაც დაფინანსების გარეშე ვერ ვძლევთ.
ეკოკლუბის  ,,მწვანე დედამიწის“ საქმიანობით გარკვეული წვლილი შეგვაქვს ამ საკაცობრიო საქმეში. მოსწავლეები იზრდებიან ბუნების ქომაგებად.
ჩემ მიერ ჩატარებული აქტივობები ეტაპობრივად იტვირთებოდა სოციალურ ქსელში და შუქდებოდა პრესაში. მუშაობის პროცესში მქონდა დამაბრკოლებელი ფაქტორები. გეგმით გათვალისწინებული საკითხი ნაკვეთის ღრმად დამუშავება ვერ შევასრულეთ უსახსრობის გამო.

ეკოკლუბის საქმიანობა მოითხოვს ტრანსპორტს. ვემსახურებოდი საკუთარი მიკრო-ავტობუსით, ყოველთვის ვიცავდი უსაფრთხოების წესებს. მუშაობის პროცესში მჭიდრო კავშირი მქონდა სოფლის დეპუტატთან ს. ბუსკივაძესთან. მასთან შეთანხმებით გავაკეთეთ პროექტი, რომელიც წარვუდგინეთ საქართველოს პარლამენტის წევრს თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ე. გოცირიძეს დაფინანსების მოთხოვნით.
მოვაწყვეთ ექსკურსია ქ.ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, სადაც მოსწავლეებმა ნახეს სხვადასხვა სახის მცენარეები და უფრო მეტად გაუჩნდათ სურვილი სანერგეს მოწყობის.
აქტიურად ვთანამშრომლობდი მოსწავლეთა მშობლებთან. კლუბის საქმიანობისა  და შეფასების მიზნით ვატარებდი გამოკითხვას მოსწავლეებთან და მშობლებთან.
კლუბის მუშაობის ხარვეზად მიმაჩნია დაფინანსების უქონლობა. ამიტომ ვერ ვახერხებ დასახული მიზნის სრულყოფილად განხორციელებას. გეგმით გათვალისწინებული საკითხების გადაადგილება მიხდებოდა.
სასწავლო წლის ბოლოს შევაჯამეთ ეკოკლუბის მიერ გაწეული მუშაობა და გავანაწილეთ საზაფხულო დავალებები.

სსპ .გ.  ქარქაშაძის  სახ. ღვანკითის  საჯარო  სკოლასთან არსებული 

ეკოკლუბი  ,,მ                             ა“

სამუშაო  გეგმა  2018-2019 სასწ. წელი


1. ეკოკლუბში ახალი წევრების მიღება
2. ეკოკლუბის სამუშაო გეგმის გაცნობა
3. ყვავილების გამოფენის მოწყობა
4. ანგარიშის გახსნა ლიბერთი ბანკში
5. სკოლის შემოგარენის დასუფთავება
6. ეკოკლუბის საქმიანობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის დამუშავება მძიმე ტექნიკით
7. მიწის ნაკვეთის შემოღობვა
8. ეკოკლუბის კვირეულის მოწყობა
9. ექსკურსია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში
10. ნაპირსამაგრი სამუშაოების (ხეების დარგვა) მდ.ჩოლაბურის ნაპირზე
11. ლექცია თემაზე: თანამედროვე ეკოლოგიური პრობლემები
12. სანერგისათვის საჭირო თესლების შეგროვება
13. სანერგის მოწყობა,თესლების დათესვა
14. საზაფხულო დავალებები

ეკოკლუბის ხელმძღვანელი და კურატორი: ნუგზარ კობერიძე
მეტყევე: ა. გოგბერაშვილი
ეკოკლუბის საქმიანობას ამოწმებს ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორი: 
ლ. სახელაშვილი

ფოტო მასალა 

ეკოკლუბის ლოგოს პრეზენტაცია.
ეკოკლუბის წევრების გზავნილი მოსწავლეებს გერმანიიდან. 

გზავნილი უცხოელ მოგეობრებს. 

ეკოკლუბის გზავნილი მოსწავლეებს გერმანიაში. 


ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია. 
ნაპირსამაგრი სამუშაოები მდ.ჩოლაბურის ნაპირზე.

მდინარის სანაპირო ზოლის გამწვანება.

ეკოკლუბის წევრები დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვაში. 

ეკოკლუბის წევრები ესტუმრნენ ქუთაისის ბოტანიკურ პარკს. 

"მწვანე ექსკურსია" ქუთაისის ბოტანიკურ პარკში. 


 სანერგესათვის გამოყოფილი მიწის შემოღობვა ხეების მწვანე სარტყელით.


მეტყევე ა. გოგბერაშვილის რჩევების გათვალისწინებით მოსწავლეები რგავენ ხეებს  სანერგესათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე.





                         







             

No comments:

Post a Comment