სასწავლო რესურსები

სოფელ ღვანკითის სქემატური რუკა
                                        

ესურსის სახელწოდება: 
,,სოფელ ღვანკითის სქემატური რუკა“

საგანი:  გეოგრაფია
რესურსის შესაბამისობა ე.ს.გ. თან
მიზანი: დაინახოს სხვაობა გეგმასა და რუკას შორის.
გეო.3. შედეგი/ინდიკატორი:  შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: პირობითი ნიშნების გამოყენებით ადგენს ადგილის მარტივ გეგმას; იყენებს ტოპოგრაფიულ რუკას და ადგენს მარშრუტებას, ჰორიზონტალების მეშვეობით განსაზღვრავს ადგილი აბსოლუტურ  და შეფარდებით სიმაღლეებს,ფერდობის დახრილობას.

                                         რეფლექსია

რესურსი  ,,სოფელ ღვანკითის სქემატური რუკა“ შედგენილია ჩემ მიერ შემოვლის წესით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი სოფლის ნათელ სახეს. რუკაზე დატანილია საზღვრები მომიჯნავე სოფლებთან პირობითი ნიშნებით, არქიტექტურული ძეგლები,  სოფლის ტოპონიმური ერთეულები, ეკლესიები, წყაროები, მამულები, მდინარეები, გზები, ჩრდილო სამხრეთის მიმართულება ჰორიზონტები და ა.შ.

მოცემული რესურსი დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს და დაინტერესებულ პირებს, ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ ჩვენი სოფლის შესახებ. მოსწავლეებს ამ რესურსის საშუალებით შეუძლიათ გაიგონ მიმართულება, აწარმოონ გაგნება  ნებისმიერი წერტილიდან. უცხო ადამიანისათვის შესანიშნავი გზამკვლევი იქნება ჩვენი სოფლის მხარეთმცოდნეობითი ნასალების შესწავლისათვის.

ამრიგად, ჩემი შექმნილი რესურსი ,,სოფელ ღვანკითის სქემატური რუკა“ გამოადგებათ, როგორც მოსწავლეებს, ასევე დაინტერესებულ პირებს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფ. ღვანკითის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ნუგზარ კობერიძე.




ფლუგერი ოთახის პირობებში



რესურსის სახელწოდება: ,,ფლუგერი ოთახის პირობებში“


საგანი:  გეოგრაფია
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს საუბარი საშიშ კლიმატურ მოვლენებზე
რესურსის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შედეგი/ინდიკატორი
გეო.7.შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ახასიათებს ამინდის ელემენტებს: ჰაერის ტემპერატურა, წნევა,ქარი.

               



რეფლექსია
ჩემ მიერ შექმნილი რესურსი  ,,ფლუგერი ოთახის პირობებში“ წარმოადგენს მეორადი მასალისაგან შედგენილ მოწყობილებას შტატივზე დამაგრებულ ისარს,  რომელიც ჰაერის ტალღის დარტყმით ტრიალებს.შედგება სასკოლო შტატივის ფეხისა, სკამების პანელებისაგან, საცობისაგან, მრგვალი ჯოხისაგან და პატარა პლასტიკატის ნაჭრისაგან. მათი კომბინაციით ავაწყვე ფლუგერი, რომელიც ოთახის პირობებში განსაზღვრავს ქარის მიმართულებას. ზემოდან აქვს დამაგრებული ჰორიზონტის მხარეების განმსაზღვრელი ისრები წარწერით.
ამონასუნთქი ჰაერის შებერვით  ფლუგერის  ისარი დგება ჰაერის ტალღის საწინააღმდეგო  მიმართულებით.ფლუგერის გამოყენება შესაძლებელია როგორც ოთახის პირობებში,ასევე  გარეთ ქარიან  ამიდში. ჩვეულებრივ განსაზღვრავს ქარის მიმართულებას.
აღნიშნული რესურსი დახმარებას გაუწევს მასწავლებელს და მოსწავლეებს ოთახის პირობებში ისწავლონ ფლუგერის ფუნქციები.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ნუგზარ კობერიძე.





No comments: