სსსპ გურამ ქარქაშაძის
სახელობის ღვანკითის საჯარო სკოლა
სოციალური პროექტი
სოციალური პროექტი
პროექტის სახელწოდება: ,,მინი ბოსტანი“
პროექტის ხელმძღვანელი: ნუგზარ კობერიძე
პროექტის აქტუალობა: ადამიანის ყოფაცხოვრებიდან გამომდინარე აუცილებლობა.
პროექტის მიზანი: შეასწავლოს მოსწავლეებს ბოსტნეული კულტურების მოყვანის თავისებურებანი და მათი ცხოვრებაში გამოყენების გზები.
პროექტის მსვლელობა: მე-5, მე-7 კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა ნუგზარ კობერიძემ მივმართეთ სკოლის დირექტორს, სკოლის ტერიტორიაზე მინი ბოსტანის გაკეთების შესახებ. დირექციიდან მიღებული თანხმობის შემდეგ მოსწავლეთა ძალებით დავამუშავეთ 120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შემოვღობეთ მინიატურულად და დავთესეთ ბოსტნეული კულტურები, კერძოდ: მრავალშვილა ხახვი, გოგრა, ნესვი, კიტრი ვაპირებთ სხვა ბოსტნეულის დათესვას. ჯერჯერობით ე.წ. მრავალშვილა ანუ (ბატკანი ხახვი) უკვე მოწეულია. დავიწყეთ კიდეც მისი გაყიდვა.
თავდაპირველად საკუთარი სახსრებით შევიძინეთ 7კგ. მრავალშვილა ხახვის თესლი. მოსავალი უკვე გაყიდვის სტადიაშია გვაქვს მოლაპარაკება ჩვენს სოფელში არსებულ დარბაზის მეპატრონესთან მ. კვახაჯელიძესთან ჩემგან ხახვის შეძენის თაობაზე. უკვე შეიძინეს 10კგ.-მდე ბატკანი ხახვი (1კგ. ფასი-2,50 ლარი) კიდევ გვაქვს ამდენივე რაოდენობის პროდუქცია, რასაც ჩვენი შეთანხმების მიხედვით კვლავ შეიძენენ ჩემგან.
ხახვის
აღების შემდეგ მის ადგილზე სხვა კულტურების დათესვას ვაპირებთ.
ფოტო მასალა
![]() |
ვამუშავებთ მინი ბოსტანის მიწის ნაკვეთს. |
![]() |
ჩვენმა იდეამ გაამართლა. |
![]() |
მოსწავლეების ენთუზიაზმს საზღვარი არ აქვს. |
![]() |
ვუვლით მინი ბოსტანს. |
No comments:
Post a Comment